ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება განიხილება


საფრანგეთის მთავრობა 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას განიხილავს.

საფრანგეთი ორი ფართომასშტაბიანი სპროტული ღონისძიებისთვის ემზადება - “ტურ დე ფრანსის” ველორბოლისთვის და 2016 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისთვის.

საგანგებო მდგომარეობა, რომლის ვადაც 26 მაისს იწურება, პოლიციას ჩხრეკისა და დაკავების გაზრდილ ძალაუფლებას აძლევს. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ინიციატივა მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტს დასამტკიცებლად დღეს უნდა გაუგზავნოს.

გუშინ ბელგიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აქვთ მტკიცებულება, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ევროპაში თავდასხმების განხორციელებას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG