ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში დააჯარიმებენ ყველას ვინც სახლში არ დარჩება


კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, საფრანგეთი ქუჩებში 100,000 პოლიციელს განათავსეს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაწესებული მკაცრი იზოლაციის წესები დაიცვან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით პოლიციის პუნქტები განთავსდება. „დარჩით სახლში“, - მოუწოდა ხალხს შინაგან საქმეთა მინისტრმა ქრისტოფ კასტანერმა. მისი თქმით მათ ვინც ამ წესს დაარღვევს, 135 ევროს გადახდა მოუწევს.

ემანუელ მაკრონმა, 17 მარტს, მიმართვაში განაცხადა, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა მათ პროდუქტების შეძენა, სამსახურში წასვლა ან სამედიცინო დახმარების მიღება სურთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG