ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი და საფრანგეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ


ევროპის ორი უძლიერესი სამხედრო ძალების მქონე სახელმწიფო - ბრიტანეთი და საფრანგეთი თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდა.

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი ახალი შეთანხმება იყო, რომელიც საფრანგეთის ჩრდილოეთი მდებარე საპორტო ქალაქ კალეში მიგრანტთა კრიზისის დაძლევის გზებს გულისხმობს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანახმაა დამატებით 67 მილიონი დოლარი გამოყოს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ასევე იმისთვის, რომ შედარებით სწრაფად მოხერხდეს თავშესაფრის მოთხოვნების განხილვა ლტოლვილებისთვის. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი 18 წელზე ნაკლები ასაკის არიან.

"მე და საფრანგეთის პრეზიდენტი შევთანხმდით ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის მნიშვნელობაზე. არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ევროპული უსაფრთხოების სასიკეთოდ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მეიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG