ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში აეროპორტების დაცვის სამსახურები გაიფიცნენ


საფრანგეთში აეროპორტების დაცვის სამსახურები გაიფიცნენ
საფრანგეთში აეროპორტების დაცვის სამსახურები გაიფიცნენ

საფრანგეთში ლიონის და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტებში დაცვის სამსახურები გაფიცულნი არიან და ამის გამო რეისები ფერხდება. „ეარ ფრანსმა“ დღეს ისევ გააკეთა განცხადება თვითმფრინავების განრიგში სავარაუდო ცვლილებების შესახებ. ფრენათა შესაძლო დაგვიანებების გამო მგზავრებს აეროპორტების ადმინისტრაციაც ბოდიშს უხდის.

გაფიცვის მიზეზით შაბათ-კვირას მხოლოდ ლიონის აეროპორტში 111 რეისი გაუქმდა.

საფრანგეთის აეროპორტთა უსაფრთხოების თანამშრომლები ადმინისტრაციისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG