ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრასბურგის თავდასხმაში ეჭვმიტანილს ეძებენ


საფრანგეთში, სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდამსხმაში ეჭვმიტანილს ეძებენ. თავდამსხმელმა სამი ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა. საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ასობით სამართალდამცველი მიავლინეს ეჭვმიტანილის დასაკავებლად, გაძლიერებულია ასევე სასაზღვრო კონტროლი და საშობაო ბაზრობებზე გაზრდილია უსაფრთხოების ზომები.

შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი სტრასბურგში ჩავიდა ტერორიზმის მუხლით გამოძიების გასახსნელად. თუმცა, თავდამსხმელის მოტივები უცნობია. სამართალდამცავების ინფორმაციით თავდამსხმელი 29 წლის შერიფ შეკატია. ის სამეთვალყურეო სიაში იმყოფებოდა მათ შორის, ვის მიმართაც რადიკალიზაციის ეჭვი არსებობს.

ერთი-ერთი მსხვერპლი ტაილანდელი ტურისტია, რომელიც გასროლის შედეგად თავში დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.

სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობაა განთავსებული. პარლამენტის შენობა დროებით დახურულია. ყოველწლიურად, სტრასბურგის საკათედრო ტაძართან მდებარე ბაზრობა ასიათასობით ტურისტს იზიდავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG