ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ლესტერში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა


ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში ძლიერ აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ჩამოინგრა შენობა, დაზიანდა ირგვლივ მდებარე ნაგებობები და დაიღუპა 4 ადამიანი.

აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამომძიებლები ამბობენ, რომ პირდაპირი კავშირი ტერორიზმთან არ იკვეთება.

აფეთქება კვირა საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 7 საათზე მოხდა. პოლიციის განცხადებით, აფეთქების უშუალო ადგილის ირგვლივ რამდენიმე შენობა ასევე დაზიანდა და ამ შენობებიდან და სხვა მაღაზიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG