ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფორტ ჰუდის პროცესი დაიწყო


არმიის მაიორ ნიდალ მალიკ ჰასანს 13 ადამიანის მკვლელობაში და 30-ის დაჭრაში ედება ბრალი

ბრალდებული შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მაიორის სასამართლო პროცესი დაიწყო. მაიორ ნიდალ მალიკ ჰასანს 13 ადამიანის მკვლელობაში და 30-ის დაჭრაში ედება ბრალი.

2009 წელს სამხედრო ბაზაზე ჰასანმა ჯარისკაცების იმ ჯგუფს გაუხსნა ცეცხლი, რომელიც ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მიღების მიზნით, გასამგზავრებლად ემზადებოდა. მან დანაშაული თავიდანვე აღიარა. ამერიკაში დაბადებულმა წარმოშობით პაკისტანელმა ნიდალ მალიკ ჰასანმა რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ ამ ქმედებით მუსლიმი ჯარისკაცების დაცვა სურდა, რომლებიც შეერთებული შტატების არმიის წინააღმდეგ იბრძვიან. დღეს დაწყებულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გახსნისთანავე განაცხადა, რომ ბრალდებულს რელიგიური შინაარსის განცხადებების გაკეთება ეკრძალება.
XS
SM
MD
LG