ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი 95 წლის ხდება


შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი 1 ოქტომბერს 95 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის წელს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი ამერიკის პრეზიდენტი.

კარტერი 4 წლის განმავლობაში ღვიძლისა და ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. ის ასევე 4-თვიან რეაბილიტაციის კურსს გადიოდა მენჯის ძვლის მოტეხილობისა და ოპერაციების შემდეგ. მიუხედავად ასეთი ფიზიკური მდგომარეობისა, ის წელს მაინც გამოჩნდა ემორის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე, სადაც ბოლო 38 წლის განმავლობაში სულ იღებდა მონაწილეობას.

95 წლის კარტერი ნახევარი საათის განმავლობაში ფეხზე, სხვების დახმარების გარეშე, იდგა.

თავის სიტყვით გამოსვლაში ყოფილმა პრეზიდენტმა, თითქმის, ყველაფერზე ისაუბრა. ლექციაზე მოისმინეს მისი აზრი ამერიკის დღევანდელ პოლიტიკაზე და მოისმინეს ისტორიები ყოფილი პრეზიდენტის საყვარელ ცხოველებზეც.

მისი სრული სახელია ჯეიმს ერლ კარტერი. 39-ე პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს სათავეში 1977-1981 წლებში ედგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG