ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ლიდერები ტრამპს ეწინააღმდეგებიან


მედლინ ოლბრაიტი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი
მედლინ ოლბრაიტი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი

ეროვნული უსაფრთხოების სფეროს 58- ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან, ეჭვის ქვეშ აყენებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ისინი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ფაქტობრივი არგუმენტებით ეწინააღმდეგებიან. ყოფილი სახელმწიფო მდივნები მედლინ ოლბრაიტი და ჯონ კერი, ყოფილი თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა, გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი თომას პიკერინგი და ბევრი სხვა ფიქრობს, რომ პრეზიდენტს არანაირი აუცილებლობა არ ჰქონდა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების მიზნით და არალეგალური იმიგრაციის, ნარკო-ტრეფიკერების, დამნაშავეების ნაკადის შესაკავებლად.

პრეზიდენტმა ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა 15 თებერვალს გამოაცხადა კონგრესისისგან კედლის დაფინანსებაზე უარის თავიდან აცილების მიზნით. პრეზიდენტის განცხადებით, საზღვარზე კედელი აუცილებელია არალეგალი იმიგრანტების შემოსვლის აღსაკვეთად.

მას დღევანდელ განცხადებაზე პასუხი არ გაუცია, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაიცვა თეთრ სახლში, შტატების გუბერნატორებთან შეხვედრის დროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG