ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლოიდის მკვლელობაზე მსჯავრდებული სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს


დერეკ შოვინი

მინეაპოლისის პოლიციის ყოფილი ოფიცერი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებს. დერეკ შოვინი ამტკიცებს, რომ მოსამართლემ თავისი უფლებები ბოროტად გამოიყენა და სასამაღთლო პროცესის დროს, შეცდომა ბევრჯერ დაუშვა.

პოლიციის ყოფილი ოფიცერი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს. თავად შოვინს, 2020 წელს, ფლოიდის დაკავებისას, მის კისერზე მუხლი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ფლოიდი გარდაიცვალა.

ახლა ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ მას ადვოკატის მომსახურებისთვის საჭირო ფული არ აქვს, ამიტომ თავის დაცვას თავად გააგრძელებს. ამის შესახებ სასამართლოში, გასაჩივრებასთან დაკავშირებით მის მიერ შეტანილ დოკუმენტებშია საუბარი.

საჩივარში შოვინი 14 ცალკეული საკითხის წამოყენებას გეგმავს. მათ შორისაა მოსამართლე პიტერ კეჰილის გადაწყვეტილება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შოვინის მოთხოვნა, სასამართლო პროცესი სხვა ოლქში გადატანილიყო.

ნაფიცმა მსაჯულებმა, შოვინი მეორე და მესამე ხარისხის მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ. ყოფილ ოფიცერს 22 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. ის თავს დამნაშავედ არ სცნობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG