ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკლ ფლინი გამოძიებას რუსეთთან დაკავშირებულ დოკუმენტებს მიაწვდის


მაიკლ ფლინი

ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი თანახმაა სენტის დაზვერვის კომიტეტს რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ დოკუმენტები გადასცეს. საქმე გასულ წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის შესაძლო გავლენას ეხება. აქამდე, ფლინი უარს აცხადებდა კომიტეტის შეკითხვებისთვის პასუხების გაცემაზე. მისი ადვოკატების მტკიცებით, მოთხოვნა ზედმეტად ზოგადი იყო. ამის შემდეგ, კომიტეტმა მოთხოვნები დააკონკრეტა და ახლა ფლინმა გამოძიებას რამდენიმე პირადი და ორ ბიზნესთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა გადასცეს.

სამშაბათს ტრამპის პირადმა ავდოკატმა მაიკლ კოენმა ასევე უარი თქვა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე იმ მიზეზით, რომ მოთხოვნა „ზედმეტად ზოგადია, ბუნდოვანია მისი ფორმულირება და ამიტომ პასუხების გაცემა შეუძლებელია“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG