ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სულ ცოტა 9 დაჭრილი და 3 მოკლული - ინფორმაციას ფლორიდის შტატში დღეს მომხდარი ინციდენტის შესახებ ტელეკომპანია „ემ-ეს-ენ-ბი-სი“ აქვეყნებს. სროლა ფორტ ლოდერდეილ-ჰოლივუდის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ტელეკომპანია წყაროდ სამართალდამცავს ასახელებს, რომელიც ანონიმურობის დაცვას ითხოვს.

ბროუარდის ოლქის შერიფის ოფისმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სროლების შედეგად „რამდენიმე ადამიანი დაიღუპა“ და ერთი დაკავებულია. „ინციდენტი ბარგის გაცემის მეორე ტერმინალში მიმდინარეობს“ ნათქვამია აეროპორტის „ტვიტერზე“. არი ფლეტჩერი, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის პრეს-მდივანი „ტვიტერზე“ წერს, რომ „ახლა შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ პოლიცია აეროპორტიდან გარეთ არავის უშვებს - ყოველ შემთხვევაში იმ ადგილიდან, სადაც მე ვარ“. სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება დასისხლიანებული ადამიანების ფოტოები.

ქალაქ მაიამის ადგილობრივი ტელევიზია WPLG აცხადებს, რომ დაღუპულია 5 ადამიანი და დაჭრილია 8. ინფორმაცია ზუსტდება და ამ ეტაპზე სხვა არაფერია ცნობილი. მოვლენების განვითარების შესახებ დამატებით ცნობებს მოგვიანებით მოგაწვდით.

XS
SM
MD
LG