ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფისკალური უფსკრულის" მოლოდინში


შეერთებული შტატების მოსახლეობა ვაშინგტონის და პრეზიდენტ ობამას საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა ლიდერებმა რამდენიმე დღიანი დასვენება აიღეს. სამ კვირაზე მეტი დარჩა 600 მილიარდიანი ავტომატური შეკვეცის ვადის ამოწურამდე. თუ კონგრესმენები და პრეზიდენტი ობამა კომპრომისზე არ წავიდნენ,1 იანვარს ამერიკის ეკონომიკა ფინანსური უფსკრულის წინაშე აღმოჩნდება.


შეერთებული შტატების მოსახლეობა ვაშინგტონის და პრეზიდენტ ობამას საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.ეკონომისტების ვარაუდით, თუ შეთანხმება არ შედგა, ამერიკის ეკონომიკა ღრმა რეცესიას დაუბრუნდება.

რესპუბლიკელი კონგრესმენების განცხადებით, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია და თეთრ სახლსა და რესპუბლიკელებს შორის შეხვედრები არ მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG