ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელების პირველი დებატები


სენატორი მარკო რუბიო
სენატორი მარკო რუბიო

ნიუ ჰემფშირში გამართულ ორ საათიან სატელევიზიო ღონისძიებაში მონაწილეობა 17-დან 14-მა კანდიდატმა მიიღო, ფორუმი ნაცინალური და ადგილობრივი არხებით გადაიცემოდა.

იმიგრაცია მთავარი საკითხი იყო წუხელ პრეზიდენტობის მსურველ რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის გამართულ ფორუმში.

ნიუ ჰემფშირში გამართულ ორ საათიან სატელევიზიო ღონისძიებაში მონაწილეობა 17-დან 14-მა კანდიდატმა მიიღო, ფორუმი ნაცინალური და ადგილობრივი არხებით გადაიცემოდა.

მონაწილეობაზე უარი განაცხადეს რეიტინგების ლიდერმა, მილიარდერმა ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა და არკანზასის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მაიკ ჰაკაბიმ.

ფორმატის მიხედვით კანდიდატებს ინდივიდუალური ინტერვიუ ჰქონდათ, რაც განსხვავებულია ხუთშაბათს, ოჰაიოს შტატში დაგეგმილი პირველი დებატებისგან, სადაც კანდიდატებს ერთმანეთისთვის მიმართვის შესაძლებლობა ექნებათ და მასში მონაწილეობას რეიტინგის პირველი ათეული მიიღებს.

კანდიდატებმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმეს დემოკრატების, განსაკუთრებით პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის - ჰილარი კლინტონის კრიტიკას და ყურადღება გაამახვილეს ამერიკის საზღვრებზე, როგორც იმიგრაციის პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტზე.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რესპუბლიკელები სულ 12 დებატებს გამართავენ

XS
SM
MD
LG