ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმის შედეგად, ფინეთში 2 ადამიანი დაიღუპა


ტურკუ, ფინეთი
ტურკუ, ფინეთი

პოლიცია ფინეთში ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილს ეძებს. თავდასხმის შედეგად, მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. თავდასხმა ფინეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ზღვისპირა ქალაქ ტურკუში მოხდა.

პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი ფეხში დაჭრა და დააკავა. სამართალდამცავები ხალხს მოუწოდებენ მოერიდონ ტურკუს ცენტრში მოხვედრას.

უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია ჰელსინკის აეროპორტში და მატარებლის გაჩერებებზე. პრემიერ მინისტრმა ჯუჰა სიპილამ განაცახდა, რომ “მთავრობა თვალს ადევნებს ტურკუში მიმდინარე მოვლენებს და იქ პოლიციის ოპერაცია მიმდინარეობს”.

პოლიციას არ დაუდასტურებია მსხვერპლის რაოდენობა და ამ დროისათვის დაშავებულთა მდგომარეობაც უცნობია. ასევე, სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკონკრეტებიათ თავდასხმის მოტივი.

ტურკუ ჰელსინკიდან 140 კილომეტრში მდებარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG