ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ფინეთში ახალ პარლამენტს ირჩევენ


დღეს ფინეთში ახალ პარლამენტს ირჩევენ
დღეს ფინეთში ახალ პარლამენტს ირჩევენ

ნაციონალისტური და პოპულისტური პოლიტიკური ძალების ფინეთის სათავეში მოსვლა ევროპაში ბევრს აშფოთებს

ფინეთში დღეს მოსახლეობა ახალ პარლამენტს ირჩევს. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ნაციონალისტური პარტია ლიდერობს. ნაციონალისტები პორტუგალიისა და ევროზონის სხვა ქვეყნებისთვის ფინანსური მასტიმულირებელი პაკეტების გამოყოფის წინააღმდეგი არიან.

ამომრჩეველთა გამოკითხვის თანახმად, პოპულისტურმა პარტია "ნამდვილმა ფინელებმა" პოზიციები გაიმაგრა და ქვეყნის უძლიერეს პოლიტიკურ პარტიათა ოთხეულში შევიდა. "ნამდვილი ფინელები" საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ.

ნაციონალისტური და პოპულისტური პოლიტიკური ძალების ფინეთის სათავეში მოსვლა ევროპაში ბევრს აშფოთებს, რადგან თუ ევროზონის 17-ვე ქვეყანა - მათ შორის ფინეთი - არ დათანხმდა ეკონომიკური დახმარების პაკეტის გაცემას, ასეთი დახმარების გაწევა ნებისმიერი ქვეყნისთვის შეუძლებელი იქნება.

XS
SM
MD
LG