ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნასამ" დედამიწისთვის საჭირო დანადგარი შექმნა


"ფაინდერი" კატასტროფის დროს ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს პოულობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:00 0:00
ბმული

ვირჯინიის შტატის მაშველები საწრთვნელ სარადარო მოწყობილობა „ფაინდერს“ ცდიან, რომლითაც კატასტროფების დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის პოვნაა შესაძლებელი. პორტარტულ დანადგარს შეუძლია 10 მეტრის სიღრმეზე უგონოდ მყოფი ადამიანიც კი აღმოაჩინოს.

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს მიერ შექმნილმა ინოვაციამ დაამტკიცა, რომ ამ სამსახურს შეუძლია ადამიანისთვის სასარგებლო დანადგარი დედამიწისთვისაც შექმნას.

„ფაინდერის“ ტექონოლოგია იმ საძიებო ტექნოლოგიას ეყრდნობა, რომელსაც ნასა კოსმოსური ხომალდის მონიტორინგისთვის იყენებს. ჯიმ ლუკსი კალიფორნიაში "ნასას" რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში მუშაობს:

„"ფაინდერი" დაბალი სიმძლავრის მიკროტალღების სიგნალს გამოსცემს, რომელიც სხივის მეშვეობით ნანგრევებიდან ანარეკლს წარმოშობს. ადამიანი უგონოდაც რომ იყოს და არ მოძრაობდეს, გულისცემა და სუთქვა მის კანს ამოძრავებს და ჩვენ ანარეკლის სახით მისი დანახვა შეგვიძლია.“

„ფაინდერი“ პატარა ზომისაა, მისი იოლად გადაადგილება შეიძლება და ასევე მარტივად გამოსაყენებელია:

„დანადგარს 30 წამი სჭირდება იმისთვის, რომ გულისცემა და სუნთქვა აღმოაჩინოს და ეკრანზე სხეულის ადგილმდებარეობა დააფიქსიროს.“

"ფაინდერი" სხვა სამაშველო საშუალებებზე ეფექტურია, რადგან ძაღლების და მოსასმენი აპარატების საშუალებით, ძნელია დაადგინო, თუ რომელი შენობის ნანგრევებშია ადამიანი მოყოლილი.

მეთიუ თამილოუ ვირჯინიის მაშველი ძალების თანამშრომელია:

„ამ ტიპის ტექნოლოგია შენობების დაზვერვაში გვეხმარება. შეგვიძლია დავადგინოთ, თუ რომელ შენობაშია ცოცხალი ადამიანი. ამის შემდეგ უკვე მაშველების ჩართვაც შეიძლება.“

ახალი დანადგარი "ფაინდერი" ასევე არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ 30 მეტრის ფართობზე გაშლილ სივრცეში ექვსი მეტრის კედლის მიღმაც კი აღმოაჩინოს ადამიანი.

"ფაინდერის" გამოცდა დღემდე გრძელდება . როგორც ამერიკის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, მომავალ წელს სამაშველო და საძიებელი მისიების დროს მისი გამოყენება დაიწყება.
XS
SM
MD
LG