ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიდელ კასტრო გარდაიცვალა


90 წლის ასაკში გარდაიცვალა კუბის ყოფილი პრეზიდენტი ფიდელ კასტრო. განცხადება მისმა ძმამ, ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, რაულ კასტრომ სახელმწიფო ტელევიზიით გაავრცელა. ყოფილი პრეზიდენტის კრემაცია შაბათს მოხდება.

გარდაცვალების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ფიდელ კასტროს "სასტიკი დიქტატორი" უწოდა ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან იმედი გამოთქვა, რომ კუბელებს უფრო თავისუფალი მომავლისკენ სვლის საშუალება მიეცემათ.

რევოლუციური ლიდერი ქვეყნის სათავეში 1959 წელს მოვიდა და ერთპარტიულ, კომუნისტურ კუბას თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მართავდა. ის კუბის პრემიერ-მინისტრი იყო 1959-1976 წლებში. შემდეგ კი პრეზიდენტი გახდა და ქვეყანას 2008 წლამდე მართავდა.

XS
SM
MD
LG