ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური სარეზერვო ბანკის ინიციატივა


შეერთებული შტატების ხაზინის ინიციატივამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დადებითი როლი ითამაშა

ოთხშაბათს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის მესვეურებმა, ყოველთვიურ შეხვედრაზე, საცხოვრებელი სახლების სესხების უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, შესაძლოა იპოთეკით დატვირთული ფასიანი ქაღალდების და აქტივების შესყიდვა გაგრძელდეს, რათა ბანკმა სისტემაში დაბალი საპროცენტო განაკვეთი და ნაღდი ფული შეინარჩუნოს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ იმის გამო, რომ ეკონომიკის განვითარება დღესდღეობით დუნედ მიმდინარეობს, ცენტრალური ბანკი ობლიგაციების შესყიდვასაც გააგრძელებს.

ფედერალური სარეზერვო ბანკის კომიტეტის წევრების აზრით, ფედერალურმა ინიციატივამ ეკონომიკის აღმავლობაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. მათი განცხადებით, მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება ბანკის დახმარებით ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები შეიძინონ.
XS
SM
MD
LG