ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფათა და ჰამასი სავარაუდოდ კოალიციური მთავრობას შექმნიან


ფათა და ჰამასი სავარაუდოდ კოალიციური მთავრობას შექმნიან
ფათა და ჰამასი სავარაუდოდ კოალიციური მთავრობას შექმნიან

პალესტინის წამყვანი პოლიტიკური პარტიები ფათა და ჰამასი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.

პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის დასაყრდენი ფათას ორგანიზაციაა, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიებს მართავს. მაჰმუდ აბასმა 2005 წელს იასირ არაფატი შეცვალა პალესტინის პრეზიდენტის პოსტზე.

ჰამასი ისლამისტური შეიარაღებული პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომელმაც ღაზას სექტორში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა.

წლების განმავლობაში ეს ორგანიზაცია სარაკეტო დარტყმებს და კამიკაძე ტერორისტების თავდასხმებს ანხორციელებდა ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი თავის მხრივ ამას საპასუხო დარტყმებით პასუხობდა.

გასული წლის აპრილიდან ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება მოქმედებს. შეერთებული შტატები და ისრაელი ჰამასის ორგანიზაციას ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.

ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ლონდონის ეკონომიკური სკოლის ექსპერტის ფავაზ გერგესის განცხადებით:“ ჯერ ნაადრევია ფათასა და ჰამასის მიერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკი, მაგრამ გაერთიანების პროცესი დაწყებულია.“

ბატონი გერგესის განცხადებით პალესტინის წამყვანმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა შეთანხმების პირობა დადეს:“ კატარში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არაბულ სამყაროში დაწყებულმა რევოლუციურმა მოვლენებმა. ჰამასისი ხელმძღვანელობა გრძნობს, რომ სიტუაცია მათ სასარგებლოდ შეიცვალა, რადგან არაბული გაზაფხულის შემდეგ ტუნისში, მაროკოსა და ეგვიპტეში გაძლიერდა ისლამური მოძრაობის გავლენა. ახლა ეგვიპტეში მუბარაქის მტრული რეჟიმის ნაცვლად ჰამასისადმი მეგობრულად განწყობილი ლიდერები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში.“

ნიუ იორკის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის ექსპერტის ალონ ბენ-მეირის განცხადებით ჰამასი ცვლის ძალადობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას.

მისი თქმით:“ ჰამასზე დიდი გავლენა მოახდინა ეგვიპტელი მუსულმანი ძმების, იორდანიის მეფის აბდულას და კატარის ემირის პოზიციამ, რომლებმაც მას ძალისმიერი აქციების შეწყვეტა ურჩიეს. რადგან ახლანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ისრაელი ღაზას სექტორიდან განხორციელებულ ძალადობას ნამდვილად არ მოითმენს.“

როგორც ბენ-მეირი ამბობს პალესტინური ფათას მოძრაობაც იმავე პოზიციებზე დგას. მისი თქმით:“ თუ თქვენ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ქალაქებში რამალაში და ჯენინში იმოგზაურებთ გაოცებული დარჩებით იმგვარი პროგრესი შეიმჩნევა ინფრასტრუქტურის განვითარების, გზების და რესტორნების მშენებლობის თვალსაზრისით. მათ არ სურთ ამ სიკეთის დაკარგვა. ამიტომ ფათას და ჰამასის შეთანხმება ნამდვილად არ იქნება ისრაელის წინააღმდეგ მიმართული. ეს უბრალოდ არავის ინტრესებში არ შედის.“

თუმცა გაეროში შეერთებული შტატების ყოფილი წარმომადგენლის ჯონ ბოლტონის განცხადებით ჰამასს გარდაქმნის ნიშნები ნამდვილად არ ეტყობა. მისი თქმით:“ მათ კარგად იციან რა უნდა გააკეთონ. პირველ რიგში უნდა აღიარონ ისრაელის სახელმწიფო და უარი თქვან ტერორიზმზე.“

ექსპერტების აზრით ფათას და ჰამასის შეთანხმება შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საფუძველი გახდეს.

XS
SM
MD
LG