ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ იყენებენ ულტრა მემარჯვენე ექსტრემისტები პანდემიას


ულტრა მემარჯვენე აქტივისტები კორონავირუსთან დაკავშირებული აფეთქებების სერიაში ამხილეს. ისინი ასევე, სხვადახვა ადგილას ანტი-სემიტური ტრანსაფარნტებითა და ვირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა თეორიების განხილვა-გავრცელებისას შეამჩნიეს.

მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე მას ეწირება, ეკონომიკა კი პარალიზებულია, ულტრა-მემარჯვევე აქტივისტები შანსს არ უშვებენ ხელიდან დაუკავშირდნენ პოტენციურ მიმდევრებს და საკუთარი გავლენები გაზარდონ.

მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კუთვნილი, დაახლოებით 25,000 იმეილის მისამართის, პაროლისა და სხვა ინფორმაციის მოპარვაც გამოდგება. სწორედ ეს ორგანიზაციაა ახლა მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი.

როგორც კი ჰაკერებმა ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეს, აქტივისტებმა დრო არ დაკარგეს და გააქტიურდნენ. მათ დაიწყეს ე.წ ტერორგრამების გავრცელება ვებ ლინკების სახით, სადაც ინფორმაცია იყო ვირუსთან დაკავშირებულ კონსპირციულ თეორიებზე ჩინეთისა და ისრაელის შესახებ.

მეგან სქუირი, კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორია ელონის უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კაროლინაში. ის სწორედ ონლაინ სფეროში ექსტრემიზმის კვლევითაა დაკავებული. სქუირი გვეუბნება, რომ ულტრა მემარჯვენეები პანდემიას საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებენ.

“ისინი ნამდვილად ყველა კუთხიდან მუშაობენ. დაწყებული ჩინეთის თემიდან, დამთავრებული იმით, რომ ებრაელები ცდილობენ მსოფლიოს გაკონტროლებას და ა.შ”, ამბობს პროფესორი.

პანდემიამ შექმნა საფუძველი შიშის, ბრაზისა და გაურკვევლობის განცდისთვის. ამას კი ის ამძაფრებს, რომ ამერიკაში 26-მა მილიონმა ადამიანმა სამსახური სწორედ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგა. ვირუსმა ამერიკაში, 50,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მაშინ, როდესაც ხალხი სახლებშია გამოკეტილი, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან აიცილონ, ექსტრემისტები ცდილობენ მიზანში ადვილად ამოსაღები ადამიანები იპოვონ პროპაგანდისა და მათთან გაწევრიანების მიზნით, ამბობს კეფ შოეპი, ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობის ყოფილი მეთაური. ეს ორგანიზაცია ქვეყანაში ყველაზე დიდი ნეო-ნაცისტური დაჯგუფებაა.

“ვიცი, რომ ჯგუფების უმეტესობა ამას [პანდემიას] იყენებს, როგორც ახალი წევრების აყვანის შესაძლებლობას”, თქვა მან “ამერიკის ხმასთან” საუბარში. შოეპმა დაჯგუფება გასულ წელს დატოვა.

“ერთი რამის თქმა შემიძლია. მე რომ ისევ ორგანიზაციას ვმართავდე, საპროტესტო აქციებზე ხალხს ჩვენს სავიზიტო ბარათებს დავურიგებდით”, ამბობს ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ყოფილი ლიდერი.

ექსტრემიზმი ყოველთვის იჩნეს ხოლმე თავს კრიზისის დროს. 2015 წელს გამოცემულმა კვლევამ, რომელმაც, დაახლოებით, 100 ფინანსური კრიზისი შეისწავლა 1870 წლიდან დღემდე, დაადგინა, რომ ყველა ფინანსური რყევის შემდეგ “ამომრჩევლები აღფრთოვანებულები იყვნენ იმ პოლიტიკური რიტორიკით, რომელიც მემარჯვენე იდეებს ქადაგებდა. ეს იდეა კი იმას ნიშავს, რომ ბრალი უმცირესობებსა და უცხოელებს ედებათ ყველაფერში”-მიუთითებს კვლევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG