ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში 20 ათასი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია


ერაყის ქალაქ ფალუჯას დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსგან” გასათავისუფლებლად წარმოებული ბრძოლის შედეგად სამოქალაქო მსხვერპლი მატულობს.

გაეროს ლტოლვილების სააგენტო იღებს ცნობებს იმის შესახებ, რომ საარტილერიო ცეცხლის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობა იღუპება. მათი ნაწილი დაბომბვის შედეგად დანგრეულ შენობებში ცოცოხლად იმარხება. სააგენტოს წამომადგენლის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ასობით ოჯახს ცოცხალ ფარად იყენებენ.

გაეროს ბავშვთა ფონდი - UNICEF - აცხადებს, რომ ფალუჯაში, სულ ცოტა, 20 ათასი ბავშვი ცხოვრობს. გაერო შიშობს, რომ ისინი ისლამისტების მიერ ბავშვ-ჯარისკაცებად გადაბირების საფრთხის წინაშე დგანან. ფალუჯიდან გამოქცევა დღემდე დაახლოებით 630-მა ოჯახმა შეძლო.

XS
SM
MD
LG