ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინის კედლის დაცემიდან 28 წელი გავიდა


გერმანიაში ბერლინის კედლის დანგრევის დღეს აღნიშნავენ.

კედელი, რომელიც გერმანიას ორ ნაწილად 1961 წლიდან ყოფდა, 1989 წლის 9 ნოემბერს დაინგრა. ბერლინის კედლის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 100-მდე პოლიტიკოსთან ერთად სკოლის მოსწავლეები და გერმანიის ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეები შეუერთდნენ.

ბერლინში ცერემონიას ქალაქის მერი მაიკლ მიულერი უძღებოდა. ბერლინის კედლის დაცემის დღე გერმანიის სხვა ქალაქებშიც აღნიშნეს.

გუშინ, თბილისში, ევროპის მოედანზე დაიდგა ბერლინის კედლის ფრაგმენტი, რომელიც სექტემბერში, საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად, საჩუქრად გადასცეს გერმანიაში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG