ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფეისბუქის" ახალი ფუნქცია ქველმოქმედებაში ჩართვას გთავაზობთ


FILE - Silhouettes of mobile users are seen next to a screen projection of Facebook logo in this picture illustration taken March 28, 2018.

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ მომხმარებელებს სთავაზობს საკუთარ დაბადების დღეზე მეგობრებს ქველმოქმედებაში ჩართვა სთხოვონ. თუ აქამდე სოციალური ქსელი მეგობრების და ოჯახის წევრებისთვის დაბადების დღეზე სურვილების გაზიარების იოლი საშუალება იყო, დღეს შეგიძლიათ საკუთარ დაბადების დღეზე იმ საკითხებისკენ მიმართოთ ყურადღება, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

„ფეისბუქის“ ეს სვლა საქველმოქმედო ორგანიზაციებს ძალზედ დაეხმარა. ახალი ფუნქციის გამოყენებით სხვადასხვა ორგანიზაციებმა მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, $300 მილიონი დოლარის დახმარება მიიღეს.

„ფეისბუქის“ ეს გადაწვეტილება იმ ფონზე იქნა მიღებული, როცა სოციალური მედია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა არჩევნებზე გავლენის მოხდენის პროცესში მისი იარაღად გამოყენების და პლატფორმის მეშვეობით სხვადასხვა ჯგუფების მიერ სიძულვილის გავრცელების გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG