ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალია მოსახლეობას KN95-ის ნიღბის მოხმარებას ურჩევს


FFP2 ტიპის ნიღაბი

იტალიის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის მეტროში, ავტობუსში, თვითმფრინავებსა და მატარებლებში FFP2 ტიპის ნიღბები ატარონ და არა სამედიცინო პირბადეები. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს ომიკრონის გავრცელებას შეაჩერებს.

FFP2 ტიპის ნიღბები გაცილებით უკეთ იცავს ადამიანს ვირუსისგან ვიდრე სამედიცინო ნიღბები. იტალიაში ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იზრდება და საავადმყოფოები ძირითადად არავაქცინირებული ადამიანებით ივსება.

იტალიაში უკვე მოქმედებს კანონი, რომელიც მგზავრებს კოვიდ19-ზე ვაქცინაციას ავალდებულებს. იტალიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ FFP2-ის ტიპის ნიღბები, მაგალითად როგორიცაა KN95-ის პირბადე, ატარონ თეატრებში, სპორტულ ღონისშიებაზე, შენობებში, ქუჩაში ან რესტორანში ყოფნის დროს.

იტალიაში ბოლო თვეებში ქუჩაში ნიღბის ტარებას არ ითხოვდნენ, თუმცა ომიკრონის გავრცელების შემდეგ ოფიციალურმა პირებმა ამ წესის ამოქმედების გადაწყვეტილება ხელახლა მიიღეს.

იტალია არ არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც პირბადის გამოყენებაზე რეგულაციები მკაცრდება. ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაშიც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს, რათა შეაჩერონ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელება. ის გაცილებით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე მანამდე არსებული სხვა ვარიანტები.

ომიკრონი ვაქცინირებულ ადამიანებში მსუბუქ ავადობას იწვევს, თუმცა ის გაცილებით სწრაფად ვრცელდება, მათ შორის ავადდებიან აცრილი ადამიანებიც.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ასევე მსჯელობენ იმის შესახებ გახდება თუ არა დამატებიტ კიდევ ერთი ვაქცინის გამაძლიერებლის მიღება საჭირო, რადგან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი რომ ე.წ. ბუსტერის მესამე დოზა, გაკეთებიდან 10 კვირის შემდეგ ეფექტურობის დაკარგვას იწყებს. ვაქცინის მეოთხე დოზით ისრაელში ხანშიშესულ ადამიანებს უკვე ცრიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG