ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსტრემიზმი და სიტყვის თავისუფლება


საიდ სადეკი -დასავლური პოლიტიკური პროპაგანდა ამჟამად ძალზე პოპულარულია

ეგვიპტეში, ლიბიასა და იემენში სიტყვის თავისუფლების საკითხი ძალზე მწვავედ დგას. ამერიკაში მუჰამედის შესახებ გადაღებულმა ვიდეო ფილმმა შეერთებული შტატების მოკავშირე ამ ქვეყნებში მუსლიმთა საშინელი აღშფოთება, ძალადობა და მკვლელობები გამოიწვია.
როგორც ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის სოციოლოგი, პროფესორი საიდ სადეკი ამბობს:“ ასეთია ექსტრემიზმის ფასი. ვისაც ამ ფილმით ექსტრემიზმის გაღვივება სურდა, მან წარმატებას მიაღწია.“
ბატონი სადეკის აზრით, ექსტრემისტები ორივე მხრიდან კმაყოფილნი არიან. ერთი მხრივ თითქოს დამტკიცდა, რომ ისლამი ძალადობას აღვივებს, მეორეს მხრივ ამერიკა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორც ისლამის მთავარი მტერი. სამაგიეროდ ისეთი ხალხი გაიჭყლიტა, როგორიც ლიბიაში მოკლული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ქრის სტივენსი იყო.
საიდ სადეკის თქმით:“ მუსლიმების და ქრისტიანების უმეტესობა არ არიან ექსტრემისტები, მაგრამ მათზე ექსტრემისტებს ორივე მხრიდან დიდი ზეგავლენა აქვთ.“
ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტოლოგის აზრით, ანტი-დასავლური პოლიტიკური პროპაგანდა ამჟამად ძალზე პოპულარულია.
მისი თქმით:“ ისლამურ ქვეყნებში მთავრობასა და მედიას შორის ურთიერთობა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. აქ გარკვეული გაუგებრობა არსებობს და მიაჩნიათ, რომ მთავრობა კარნახობს მედიას ქცევის ნორმებს. რა თქმა უნდა პრეზიდენტ ობამას არ გაუცია ისლამის საწინააღმდეგო ფილმის გადაღების ბრძანება, პირიქით, მას ამერიკაში სწორედ პრო-ისლამური პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.“
ლიბიის მთავრობამ დაგმო ბენღაზიში მომხდარი თავდასხმა. იგივე გააკეთა ეგვიპტის ხელისუფლებამაც.
როგორც ქაიროს ალ-აჰრამის პოლიტიკური და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ზიად აკლ მუსა აცხადებს:“ მთავრობას არა აქვს საშუალება, რომ ამ ყოველივეს თავისი პროპაგანდა დაუპირისპიროს, ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ შეერთებული შტატების მთავრობა არაფერ შუაშია ამ ვიდეოსთან.“
ამ ბოლო წლების განმავლობაში მოვლენები ასეთნაირად რამდენჯერმე განვითარდა, თუნდაც დანიური კარიკატურების გამოქვეყნების დროს, რამაც დიდი განრისხება გამოიწვია ისლამურ სამყაროში. სანამ მთავრობები არ შეთანხმდებიან სიტყვის და სინდისის თავისუფლების ურთიერთ დამოკიდებულების შესახებ, მაშინ ამგვარი ძალადობა შესაძლოა მომავალშიც არაერთხელ განმეორდეს.
XS
SM
MD
LG