ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს სიკვდილი მიუსაჯეს


სპეციალურმა სასამართლომ პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს, პერვეზ მუშარაფს სიკვდილი მიუსაჯა. ის 2007 წლის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას ჩადენილი ქმედებებისთვის ღალატშია ბრალდებული.

2007 წელს მუშარაფმა, რომელიც მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი და სამხედრო ლიდერი იყო, ქვეყანაში მცირეხნიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შეზღუდა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები იმისთვის, რომ მოსახლეობის მიერ მისი გადადგომის მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, ძალაუფლება შეენარჩუნებინა.

ქვეყნის ყოფილი ლიდერი სხვა რამდენიმე მუხლითაც გასამართლდა. მუშარაფი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 2016 წლიდან ის დუბაიში ცხოვრობს, სადაც ოფიციალურად სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით ჩავიდა.

მუშარაფი ქვეყნის სათავეში 1999 წელს სისხლიანი სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა. გადატრიალება მაშინდელი პრემიერ-მინსიტრის ნავაზ შარიფის მთავრობის წინააღმდეგ მოეწყო. მუშარაფმა შარიფი ოჯახის წევრებთან ერთად საუდის არაბეთში გადაასახლა.

XS
SM
MD
LG