ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ გახდა ქართველი დიზაინერის თოჯინები ამერიკაში პოპულარული


ევა კაპანაძე

მოდის ჟურნალების ფურცლებისგან შექმნილი თოჯინები, რომელთაც სახე არ აქვთ -ახალგაზრდა ქართველი შემოქმედის, ევა კაპანაძის ნამუშევრების გამოფენა ნიუ-იორკში ასევე წარმატებული ქართველი მზარეულის, "თამუ-ლოლას" რესტორანში ამ დღეებში გაიმართა. ევა კაპანაძე ფოტო-ხელოვნებას ნიუ-იორკის მოდის ინსტიტუტში ეუფლება, თუმცა პარალელურად, უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს ამერიკულ გამოცემებთან და ესწრება მოდის კვირეულებს. ევა კაპანაძემ თავის რიგით უკვე მეათე გამოფენა თავის დაბადების დღეს დაამთხვია.

"კრისტიან დიორის","შანელის", "ივსენტ ლორანის" და სხვა ცნობილი დიზაინერების სახელები, ჟურნალ "ვოგის" ფურცლებიდან შექმნილ თოჯინებზე - ეს ევა კაპანაძის ახალი გატაცებაა. სამოდელო სფეროში უკვე ათი წელია მოღვაწეობს, პროფესიონალურ ფოტოებს ცნობილ მოდელებს უღებს, ესწრება ნიუ-იორკის მოდის ყველა კვირეულს და საინტერესო ფოტო-მასალას ამერიკულ გამოცემებს აწვდის. ბოლოს "დიანა-კუტურეს" ჩვენებაზე იმუშავა. თუმცა ფოტო-ხელოვნების გარდა ევა კაპანაძე თოჯინების შექმნითაც არის დაკავებული. "არცერთს სახე არ აქვს, რადგან მინდა რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ნახავს, სახე თავის ინსპირაციით წარმოიდგინოს", ამბობს ევა კაპანაძე და "ვოგის"ფურცლებიდან შექმნილი თოჯინების შესახებ გვესაუბრება.

ევა კაპანაძე: "ვოგის" ჟურნალები გამოწერილი მაქვს. ეს ორი რამ დავაკავშირე, ჟურნალი და თოჯინა.თუ დააკვირდით ყველა თოჯინას სახასიათოდ დიზაინერის სახელი აქვს. აქ გადასამუშევებელ მასალას იგივე "რესაიკლს" დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თითქოს არაფერში გამოსაყენებილი არ არის ქაღალდი. რომ დავფიქრდი ამდენი ქაღალდი ასე მოდის და მიდის. ეს ორი თემა მოდის კვრეულების ერთგვარი ისნპირაციაა, ჩემი შინაგანი სამყარო.

ევა კაპანაძე მეგობრებთან
ევა კაპანაძე მეგობრებთან

თოჯინების შექმნის ნიჭმა ამერიკაში უბრალო ფანქრის გათლის დროს მოულოდნელად რამდენიმე წლის წინ გაიღვიძა. მას შემდეგ 11 წელი გავიდა. ევა კაპანაძის ნამუშევრების გამოფენები ნიუ-იორკში და თბილისში რამდენჯერმე გაიმართა. თოჯინებზე სპეციალურ შეკვეთებს ძირითადად ამერიკელებისგან იღებს. თოჯინების ფასი მათი მონაცემების შესაბამისი და განსხვავებულია - 75 დოლარიდან იწყება და ზოგიერთი 300 დოლარიც ღირს. ევა კაპანაძემ ცოტა ხნის წინ სერიოზული შემოთავაზება მიიღო ამერიკული ცნობილი ბრენდისგან "ანქლ არმისგან", სადაც მხოლოდ მილიტარისტული სტილის ტანისამოსი და აქსესუარები იყიდება.

ევა კაპანაძე: ამ მაღაზიაში სულ გვარდიის ფორმები იყიდება, "ანქლ არმი", ძალიან დაინტერსდა, რომ მათთვის თოჯინები გავაკეთო. მითხრეს რომ მოდი აირჩიე ნაჭერი, მასალა და გამოიყენე. ჯერ-ჯერობით მოლაპრაკება მიდის. ეს მაღაზია ვესტ მეოთხე ქუჩაზე მდებარეობს.

ამბობს, რომ ხატვა არ ეხერხება, თუმცა თოჯინების შექმნით ბავშვობაში იყო გატაცებული. თბილისში ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო. დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი. თითქმის ბავშვი იყო, როცა დაობლდა და ტრაგიკულად დაკარგა ოჯახის ყველა წევრი. ევამ შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა გადაწყვიტა და როგორც ახლა ამბობს, ბედნიერია იმით, რომ ის დღეს სხვა ადამიანია.

ევა კაპანაძე: მიხარია ის, რომ ჩემს თავს რომ ვუყურებ. 13 წელია აქ ვცხოვრობ ის ევა რომელიც 2003 წლის წინ იყო აღარ ვარ. გამოუცდელი ვიყავი, ჩემს თავში არ ვიყავი დარწმუნებული. აქ ჩემი თავი ვიპოვე, მიხარია რომ შემდგარი ადამიანი ვარ და ვიცი რა მინდა. არამხოლოდ იმიტომ რომ ნიუ-იორკში ვცხოვრობ, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ჩემს თავს ვუწოდო, რომ მე ვარ ადამიანი.

ევა კაპანაძე ამბობს, რომ იმისათვის რომ ნიუ-იორკში წარმატებას მიაღწიო მნიშვნელოვანია იყო იმ წრეში, სადაც პროფესიულად გაგიცნობენ. ასე ერთ-ერთი ჩვენების დროს გაიცნო და მეგობრობს ცნობილ ამერიკელ მოდელ დები დიკენსონთან, რომელიც მისი თოჯინებით მოიხიბლულია. მეგობრობს უიტნი ჰიუსტონის ბენდის ყოფილ წევრთან, ცნობილ საქსოფონსიტთან პრემიკ რასსელ სტაბთან.

მისი გეგმები მრავალმხრივია და ერთ-ერთი ახალი პროექტი რომელზეც მუშაობა თვე-ნახევრის წინ დაიწყო არის ტანსაცმლის ხაზი, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ დიზაინერთან ანი კუტიბაშვილთან ერთად გახსნა. კომპანიას "ენვი" დაარქვეს და როგორც ევა ამბობს, ამ პროექტით თავის თოჯინებს გააცოცხლებს.

XS
SM
MD
LG