ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროზონის ლიდერები საბერძნეთის დახმარებას ცდილობენ


ათენისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფა თითქმის გადაწყვეტილია

ევროზონის ფინანსთა მინისტრები ცდილობენ საბერძნეთისთვის სასწრაფო სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიონ. ბრიუსელში რიგით მესამე შეხვედრაზე 17 ქვეყნის ფინანსურმა ლიდერებმა საბერძნეთის ეკონომიკისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე იმსჯელეს. ათენის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ეს თანხა, რითაც მთავრობა ფინანსური ვალდებულებების დეფოლტს თავიდან აიცილებს.

ევროზონის ფინანსთა მინისტრების თავმჯდომარის, ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრის ჟან კლოდ ჟანკერის განცხადებით, გასულ კვირას შეთანხმება თითქმის შედგა, მხოლოდ ფინანსური დაანგარიშებები და ტექნიკური საკითხების მოგვარება დარჩა.

შეხვედრამდე საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, ანტონის სამარამ აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ კრედიტორების ყველა მოთხოვნა დააკამყოფილა, რაც მკაცრი შეკვეცების განხორციელებას ითვალისწინებდა.
XS
SM
MD
LG