ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი, სავარაუდოდ, ევროპასთან კულტურული დაპირისპირების ზღვარზეა


ყოველწლიურ კონკურსს 45 ქვეყანაში 180 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს. წელს, ავსტრიელმა გამარჯვებულმა მაყურებელში ძლიერი რეაქცია გამოიწვია.

კონჩიტა ვურსტმა, რომელმაც ევროვიზიის მუსიკალურ ფესტივალზე “ფენიქსივით აღდგომა” შეასრულა, დანარჩენ 25 ფინალისტთან შედარებით ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა.

მაგრამ ყურადღება არა ხმების რაოდენობამ, არამედ სიმღერის შესრულებისას მისმა გარეგნობამ მიიქცია. კონჩიტა მამაკაცია, რომელსაც ქალის ტანისამოსი ეცვა და გრძელ თმასთან ერთად სახეზე წვერი ჰქონდა მოშვებული.
ვურსტმა კონკურსი ევროპული ღირებულებების გამარჯვებად შეაფასა.

მისი თქმით, ეს არ იყო მხოლოდ მისი გამარჯვება, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვისაც სჯერა მომავლის, რომელიც ტოლერანტულობასა და პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.

ეს სიტყვები რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებად იყო აღქმული. გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტმა კანონს მოაწერა ხელი, რომელიც „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას“ კრძალავს.

კონჩიტას გამარჯვება მოსკოვში სკეპტიკურად შეაფასეს.

რუსი სტუდენტი ალექსანდრ სერგეიევი ევროვიზიის შედეგებს „წარმოუდგენლად საშინელს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად ყვავის ჰომოსექსუალიზმის კულტი ევროპაში. მისი აზრით, ეს საშინელებაა და ღმერთმა დაიფაროს მსგავსი რამ აქ [რუსეთში] მოხდეს.

რუსეთმა კონკურსში მეშვიდე ადგილი აიღო, თუმცა რუს მომღერლებს დარბაზში მსხდომი მაყურებლის დიდი ნაწილი უკმაყოფილო ძახილით შეეგება. რუსმა მსაჯებმა საკუთარი ხმები მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მომღერლებს მისცეს.

სტოკჰოლმში ევროვიზიის მოყვარულებმა, მათ შორის, რას ანდრეამ, მსაჯების გადაწყვეტილება შეაქეს და გამარჯვებულის ფინალური გამოსვლა მოიწონეს.

„მათ საკუთარი ქვეყანა არაჩვეულებრივად წარმოაჩინეს და სიმღერის შერჩევით,უდავოდ, პოლიტიკური განცხადება გააკეთეს. მომღერალი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო დღეს ევროპაში არსებული პოლიტიკური კლიმატის გადმოსაცემად. ასე რომ, კონკურსში ნამდვილად სწორმა სიმღერამ გაიმარჯვა.“

ევროპის პოლიტიკური გარემო შედარებით მტრული გახდა. რუსეთის მიერ ყირიმის ანქესიას ევროპაში მკაცრი კრიტიკით შეხვდნენ. ამასთან, ამჟამად უკაინაში მიმდინარე კრიზისში დასავლეთი მოსკოვს ადანაშაულებს, კრემლი კი პროცესებში მონაწილეობას უარყოფს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უკრაინაში წარმოებული პოლიტიკის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, რუსმა დირიჟორმა ვალერი გერგიევმა კვირას ლონდონში კონტერტი გამართა.

გერგიევის სცენაზე გამოსვლისას დაახლოებით 30-მა ადამიანმა მოკლე დემონსტრაცია გამართა. მათ შორის, ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი პიტერ ტაჩელი იყო:

„ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვალერი გერგიევისთვის გამოწვევის გაგზავნა პრეზიდენტ პუტინისადმი, მისი ანტი-ჰომოსექსუალური კანონისა და რუსეთის უკრაინაში წარმოებული მოქმედებების მხარდაჭერის გამო. ამ პროტესტის გამოხატვის გარეშე მის მიერ კონცერტის გამართვა ძალიან არასწორი იქნებოდა.“

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ევროპასთან კულტურული დაპირისპირების ზღვარზეა. ერთი გასაკვირი რამ კი მაინც ის იყო, რომ უკრაინამ და რუსეთმა ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში მხარი ერთმანეთს დაუჭირეს.
XS
SM
MD
LG