ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხუთშაბათს, ბრიუსელში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მორიგ სამიტზე შეიკრიბება. მოელიან, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება ადვილად მოხდება. ბრიტანეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, კონსენსუსი განსაკუთრებით სწრაფად შედგება ისეთ საკითხებში, რომელიც ტერორიზმს ეხება.

მაგრამ, სავარაუდოდ, ალიანსში აზრთა სხვადასხვაობა იქნება დასახული მიზნების მიღწევის მეთოდებთან დაკავშირებით. ევროპელ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ბევრი საკითხი უფრო ნათელი გახდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამ მიმართულებით ნატოს მუშაობის გაზრდა სურს. გერმანიის ლიდერი ანგელა მერკელი კი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გამართულ განხილვებს დაელოდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG