ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ავღანეთს სურსათით ეხმარება


ევროკავშირი ავღანეთს სურსათით ეხმარება
ევროკავშირი ავღანეთს სურსათით ეხმარება

დახმარების მორიგი პაკეტი ავღანეთის იმ რეგიონებს გადაეცემა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაზარალებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

ევროკავშირი ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ადამიანებისთვის ორი მილიონი დოლარის ღირებულების სასურსათო დახმარებას გამოყოფს.

ევროკომისიის განცხადებით, დახმარების მორიგი პაკეტი ავღანეთის იმ რეგიონებს გადაეცემა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაზარალებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ავღანეთში უკვე შიმშილის ზღვარზეა ამ რეგიონებში იმის გამო, რომ უწყვეტ საბრძოლო მოქმედებებს წელს გვალვაც დაემატა. ეს კი მდგომარეობას მომდევნო მოსავლის აღებამდე კიდევ უფრო გაამძაფრებს.

XS
SM
MD
LG