ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროსასამართლო: "რუსეთს ბესლანში მსხვერპლთა რაოდენობის შემცირება შეეძლო"


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2004 წელს ჩრდილო ოსეთის ქალაქ ბესლანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა ვერ მოახერხა რისკების მინიმუმამდე შემცირება და მძევალთა ნაწილი სწორედ უსაფრთხოების სამსახურების შეუსაბამო ქმედებების გამო დაიღუპა.

ევროსასამართლომ რუსეთს მსხვერპლთა ოჯახებისთვის 3 მილიონ ევროს გადახდა დააკისრა, ასევე 88 ათასი ევრო - სამართლებრივი ხარჯების ასანაზღაურებლად.

სამდღიანი ალყა ბესლანის სკოლაში 2004 წლის პირველ სექტემბერს დაიწყო. ბოევიკებს მძევლად 1000-მდე ადამიანი ჰყავდათ აყვანილი. რუსეთის სპეცსამსახურების შტურმის შემდეგ კი სულ 330 მძევალი დაიღუპა, მათ შორის 186 კი ბავშვი იყო. 750-მდე ადამიანი დაშავდა.

ევროსასამართლოს დაღუპულთა მშობლებმა მიმართეს. სასამართლო მოსარჩელეების მტკიცებას დაეთანხმა, და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ რუსეთის შესაბამის სამსახურებს ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავდასხმა მზადდებოდა, მაგრამ უსაფრთხოების საჭირო ზომები არ მიიღეს. შტურმი კი იმგვარად არ იყო დაგეგმილი, რომ მსხვერპლი მაქსიმალურად ყოფილიყო თავიდან აცილებული. ამის შემდეგ კი არ ჩატარებულა გამოძიება, თუ რეალურად როგორ დაიღუპნენ მსხვერპლები. რამდენად ადეკვატური იყო საპასუხო რეაქცია.

დაღუპულთა ოჯახებისთვის რუსეთს სამი მილიონი ევროს გადახდაც დაეკისრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG