ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოშია


ოფიციალური ვერსიით, საბჭოთა კავშირის ექსპრეზიდენტს რუტინული გამოკვლევა უტარდება და მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება

მიხელ გორბაჩოვის პრესმდივნის განცხადებით, ექსპრეზიდენტი კრემლის საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად მოათავსეს. 82 წლის საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი იქ სამშაბათის შემდეგ იმყოფება.

ვლადიმირ პოლიაკოვის ცნობით, გამოკვლევები რუტინულ ხასიათს ატარებს და ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. გორბაჩოვი საჯაროდ ბოლოს 30 მარტს მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ ლექციაზე იხილეს, რომელზეც ის შეუძლოდ გახდა. ერთი თვის შემდეგ მან ავადმყოფობის გამო უარი თქვა დასწრებოდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვას. ბრიტანელ კოლეგას ის „დიდ პოლიტიკოსად და გამორჩეულ პიროვნებად თვლიდა“, რომელმაც ცივი ომის დასრულებაში უდიდესი როლი შეასრულა.
XS
SM
MD
LG