ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა


snow covered highway
snow covered highway

დასავლეთ ევროპაში უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურისა და ექსტრემალური ბუნებრივი პირობების გამო ლონდონში, ჟენევასა და ლიონში დაიკეტა სკოლები და საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტის მიმოსვლა საგრძნობლად შეფერხდა.

პოლონეთის ოფიციალური პირების განცხადებით, გასული სამი დღის მანძილზე სიცივისგან 8 ადამიანი დაიღუპა.

გუშინ საღამოს გერმანიაში ტემპერატურა -18 გრადუსამხე დავარდა, რამაც ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში სატრანსპორტო მოძრაობა მთლიანად შეაჩერა.

იტალიას, რაც შეეხება ნეაპოლში დიდი რაოდენობით მოსული წვიმის შედეგად, პომპეის ორი ათას წლიანი არქეოლოგიური ნიმუშის ორი კედელი ჩამოინგრა.

XS
SM
MD
LG