ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში გრძელდება ძლიერი ყინვები


ევროპაში გრძელდება ძლიერი ყინვები
ევროპაში გრძელდება ძლიერი ყინვები

ევროპაში გრძელდება ძლიერი ყინვები. კიევში 32 გრადუსიანი ყინვის შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობა უსახლკაროები იყვნენ.

ძლიერმა ყინვამ იტალიის დედაქალაქის პარალიზება გამოიწვია. რომის ხელისუფლება იძულებული გახდა ტურისტებისთვის დაეხურა კოლიზეუმი და ფორუმი.

იტალიის ქალაქ ჩივიტავეკიას პორტში გაჩხერილი ბორანიდან ხელისუფლებამ მგზავრების ევეკუაცია მოახდინა. გასულ თვეს იტალიაში საკრუიზო ლაინერის კატასტროფამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ევროპაში დამდგარი არნახული ყინვების გამო გაზპრომი ვეღარ ახერხებს ევროპის 8 სახელმწიფოს მომარაგებას ბუნებრივი აირით.

XS
SM
MD
LG