ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შტორმმა „კიარამ“ ევროპის ქვეყნებში მსხვერპლი და ზარალი გამოიწვია


შეფერხებული, გადადებული და გაუქმებული რეისები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და რამდენიმე დაღუპული ადამიანი - ზამთრის ქარიშხალი და წვიმა, ევროპის ქვეყნებს ძლიერ საფრთხეს უქმნის.

ზოგიერთ ქვეყანაში, უკვე ვრცელდება ინფორმაცია შტორმთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების შესახებ. სამხრეთ-დასავლეთ ჩეხეთში, მამაკაცი მაშინ დაიღუპა, როცა მის ავტომობილს ქარის მიერ წაქცეული ხე დაეცა. იდენტური საგზაო შემთხვევისას, მამაკაცი სლოვაკეთშიც დაიღუპა. ცუდ ამინდს ემსხვერპლა ერთი ადამიანი შვედეთში, ერთი კი დაკარგულად ითვლება. 96 000 მოსახლე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქარიშხალმა „კიარამ“ პრობლემები შექმნა ბრიტანეტშიც. 20 000 ზე მეტი საცხოვრებელელი სახლი, ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეფერხებით მუშაობს თითქმის ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება.

ქარიშხალმა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა 50 000 მოსახლე გერმანიაში, ჩრდილოეთ ბავარიაში. სხვა ქვეყნების მსგავსად, გერმანიის ზოგიერთ მიწაზე, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება შეფერხებებით მუშაობს.

მეტეოროლოგები, სამხრეთ გერმანიაში ქარიშხლის სიმძლავრის 140 კმ. საათამდე მომატებას ვარაუდობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG