ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის კანცლერი ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს ხვდება


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე მძაფრი მიგრაციის კრიზისის საკითხის განსახილველად, გერმანიის კანცლერი ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს ხვდება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე მძაფრი მიგრაციის კრიზისის საკითხის განსახილველად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს ხვდება.

ეს შეხვედრა, აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ჰაიდენაუში ანტი-იმიგრანტ დემონსტრანტებთან კანცლერის დაპირისპირების შემდეგ ხდება. ჰაიდენაუს ლტოლვილთა ცენტრში კანცლერმა თქვა, რომ მის ქვეყანას ლტოლვილთა მიმართ „სამარცხვინო და ამაზრზენი“ მოპყრობის მიმართ შემწყნარებლობა არ გააჩნია.

ჰაიდენაუს ცენტრთან გასულ კვირაში ნეო-ნაცისტების დემონსტრაციები გაიმართა. მერკელის ვიზიტის დროს, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, მას უსტვენდნენ და ყვიროდნენ: „მოღალატე, მოღალატე“.

ამ დროს, სამხრეთ უნგრეთში, ლტოლვილებთან დაკავშირებით ქაოსი სუფევდა, სადაც როჟკეს მიგრანტთა ცენტრში, როცა 200-მა მიგრანტმა თითის ანაბეჭდების ჩაბარებაზე უარი თქვა და წასვლა სცადა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, წელს, ევროპის მიმართულებით, ხმელთაშუა ზღვა 250 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა. დაახლოებით 2400 ადამიანი ამ გადასვლის დროს დაიღუპა.

XS
SM
MD
LG