ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამიზაციის პროტესტი ბრიტანეთში


ისლამიზაციის პროტესტი ბრიტანეთში

ინგლისის თავდაცვის ლიგა დიდი ბრიტანეთის ისლამიზაციას აპროტესტესბს.

ეს ნაციონალისტური გეგმა ევროპაში არსებული თითქმის ყველა რადიკალური მემარჯვენე ჯგუფის სამოქმედო პროგრამის მსგავსია.

ინგლისის თავდაცვის ლიგის გზავნილმა ბრიტანეთის პარლამენტამდეც მიაღწია.

პროტესმა მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ინგლისის თავდაცვის ლიგის სხვა გამოსვლებს ძალადობა მოჰყვა. აქციის ორგანიზატორების თქმით მათი მოთხოვნა რასიზმს არ წარმოადგენს. მათ გაღიზიანებას ის ფაქტი იწვევს რომ მუსლიმები ბრიტანული საზოგადოების შეცვლას ცდილობენ და არა მასში ინტეგრაციას. ინგლისის თავდაცვის ლიგის ერთ-ერთი წევრი გაილ სპეითის განცხადებით:

„მე ბევრი მეგობარი მყავს, მათ შორის ფერადკანიანიც, მაგრამ მათგან განსხვავებით მუსლიმებს განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ.“

ინგლისის თავდაცვის ლიგამ გააქტიურება ამ საკითხისადმი 2009 წლიდან დაიწყო. ასე რომ მათი იდეოლოგია სიახლეს არ წარმოადგენს, ამბობს ევროპული უფლებათა დაცვის ექსპერტი ანდრეა მამონე.

მაქს ლევიტასი ერთ-ერთი ქუჩის აქციის მონაწილე იყო 1936 წელს, რომელიც შემდეგს იხსენებს:

„ათასობით ადამიანი იყო გამოსული ქეიბელის ქუჩაში და პოლიციამ ისინი დაადანაშაულა და ფაშისტებისათვის ტერიტორიის გაწმენდა მოსთხოვა.“

ეს ცნობილია როგორც „ქეიბლ სტრიტის“ ბრძოლა, რომელიც დღევანდელობაზეც აისახება. ლევიტასსა და მის მეზობლებს პოლიციასთან შეტაკება მოუხდათ იმის გამო რომ ებრაელების მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე ფაშისტების აღლუმი შეეჩერებინათ.

ლევიტასის თქმით არანაირი განსხვავებაა არაა მაშინდელ ფაშისტურ მოძრაობასა და ახლანდელ ინგლისის თავდაცვის ლიგას შორის:

„ინგლისის თავდაცვის ლიგა ფაშისტური ორგანიზაციაა, რომელიც უნდა აიკრძალოს.“

ქეი ბიზვასი, ეფროპაში ულტრა მემარჯვენე ჯგუფზე საკუთარ წიგნს წერს. მისი თქმით ინგლისის თავდაცვის ლიგა და მისი მსგავსი ორგანიზაციები სათავეს მე-20 საუკუნის ფაშიზმიდან იღებენ, მაგრამ მთლიანობაში ისინი ფაშიზმის იდეოლოგიას არ იზიარებენ.

ზოგიერთი თავდაცვის ლიგის წევრი კი აღნიშნავს რომ სამომავლოდ ისინი მთავრობაში მანდატების მოპოვებას შეეცდებიან.


XS
SM
MD
LG