სლოვაკეთის პარლამენტი ევროზონის ანტიკრიზისულ გეგმას განიხილავს. ევროზონის 17 ქვეყნიდან 160-მა უკვე დაამატკიცა 596 მილიარდიანი ფონდის გამოყოფა ევროპული ეკონომიკის გადასარჩენად. თუმცა, სლოვაკეთის ოპოზიცია ამ გეგმის წინააღმდეგ გამოდის. პრემიერ-მინისტრის ივეტა რადიკოვას განცხადებით სლოვაკეთს პარლამენტის მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მისი მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების ტოლფასია. თუმცა, სლოვაკეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა „თავისუფლების და სოლიდარობის პარტიამ“ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საკითხის ჩავარდნის შემთხვევაში, განეორობითი კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება.