ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის დახმარების განხილვის მეორე რაუნდი


საბერძნეთის დახმარების განხილვის მეორე რაუნდი

დღეს საღამოს საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ მოსმენათა მეორე რაუნდია დაგეგმილი. ქვეყნის ფინანსთა მინისტრი -ევანგელოს ვენისელოსი- საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის და ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალურ პირებს ხვდება. ფინანსური ავტორიტეტები ოფიციალურ ათენს სამთავრობო ბიუჯეტის შეკვეცას და ათასობით საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვას ურჩევენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ევროპის წლევანდელ ეკონომიკურ ზრდას უარყოფით შეფასებას აძლევს და აცხადებს, რომ ევროპა საბიუჯეტო კრიზისის გადაწყვეტას ვეღარ მოახერხებს. მსოფლიო ეკონომიკის ოთხპროცენტიანი ზრდა მომავალ წელს ძირითადად განვითარებადი ქვეყნების, ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის, ხარჯზე მოხდება.

მსოფლიოში უდიდესი ამერიკის ეკონომიკა 1, 8 პროცენტით გაიზრდება, რაც წლევანდელს მხოლოდ 0,3 პროცენტით აღემატება. ფონდის მთავარი ეკონომისტის, ოლივერ ბლანშარდის, თქმით ევროზონის ეკონომიკაც მომავალ წელს მხოლოდ 1, 1 პროცენტით გაიზრდება, რაც მათ მიერ ივნისში გაკეთებულ პროგნოზებზე კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG