ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთისთვის საერთაშორისო დახმარების გამოყოფა შეჩერდა


საბერძნეთისთვის საერთაშორისო დახმარების გამოყოფა შეჩერდა

ფინეთმა საბერძნეთისთვის ახალი 158-მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების გამოყოფა შეაჩერა და ათენისგან დამატებით გარანტიებს ითხოვს.

რამდენიმე კვირის წინ 17 ქვეყნისგან შემდგარი კავშირი, რომელიც ევროზონაში იმყოფება, საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების მეორე ეტაპის განხორციელებაზე შეთანხდა. თუმცა მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. კრიზისულ მდგომარეობაში ესპანეთი და იტალიაც აღმოჩნდნა. ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნებში კი გამწვავდა პოლიტიკური დაპირისპირებები საბერძნეთისთვის ფინანსური პაკეტის გადაცემის თაობაზე.

ჰელსინკის მოთხოვნით საბერძნეთმა ფინეთის დახმარების დიდი ნაწილი, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, პირველ რიგში უნდა დაფაროს. ევროზონის დანარჩენი ქვეყნები თვლიან, რომ შეთანხმება ყველა ქვეყნისთვის თანაბარ პირობებში უნდა შედგეს და ფინეთისთვის განსაკუთრებული გამონაკლისის გაკეთება არ უნდა მოხდეს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებამდე გადაიდება.

XS
SM
MD
LG