ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯარებს ავღანეთიდან ევროპელებიც გაიყვანენ


ჯარებს ავღანეთიდან ევროპელებიც გაიყვანენ
ჯარებს ავღანეთიდან ევროპელებიც გაიყვანენ

ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის განცხადებით ისინი მიბაძავენ შეერთებული შტატების მაგალითს და ჯარებს გამოიყვანენ ავღანეთიდან.

პრეზიდენტ ობამას მიერ ოთხშაბათ საღამოს ავღანეთიდან 33 000 ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ევროპელმა მოკავშირეებმაც უცბად მიიღეს გადაწყვეტილება უარი თქვან ავღანეთში თალიბებთან ბრძოლაზე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ობამასთან მისი სატელევიზიო გამოსვლის წინ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა რომ 2014 წელს ავღანეთს უკანასკნელი ბრიტანელი ჯარისკაცი დატოვებს და სიტუაციაზე პასუხისმგებლობას მთლიანად მათი ავღანელი მოკავშირეები გადაიბარებენ. ამჟამად ბრიტანეთს 9500 ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში.

თავის მხრივ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ განაცხადა რომ გერმანიის 5000 კაციანი სამხედრო კონტიგენტის გამოყვანა ავღანეთიდან ამ წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. 2002 წლის შემდეგ ავღანეთში 52 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ავღანეთიდან 4000 ფრანგი ჯარისკაცის გამოყვანა ამერიკელების გეგმის შესაბამისად მოხდება. ფრანგებმა ავღანეთში 62 კაცი დაკარგეს.

XS
SM
MD
LG