ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ევროკავშირში 23 მილიონი ადამიანია უმუშევარი


დღეს ევროკავშირში 23 მილიონი ადამიანია უმუშევარი

დღეს ევროკავშირში 23 მილიონი ადამიანია უმუშევარი. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ესპანეთია, სადაც მოსახლეობის 23 პროცენტი არ მუშაობს.

ევროზონის 17 ქვეყანა ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც შესაძლოა იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ეკონომიკური ბლოკის რეცესია იწყება.

ევროკომისიის ოფიციალური პირების განცხადებით, ევროზონაში მომხმარებლის ნდობა დაეცა, რაც ვაჭრობაზეც აისახა. დეკემბრის თვეში ნდობის მაჩვენებელი 2 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა. გერმანიაში, ქვეყანაში, რომელსაც ევროზონის ქვეყნებში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს, საწარმოო საქმიანობამ 5 პროცენტით მოიკლო.

ეკონომიკური სირთულეები პირდაპირ კავშირშია უმუშევრობასთან, რაც დეკემბრის თვეში უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე, 10.3 პროცენტზე ავიდა. დღეს ევროკავშირში 23 მილიონი ადამიანია უმუშევარი. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ესპანეთია, სადაც მოსახლეობის 23 პროცენტი არ მუშაობს.

XS
SM
MD
LG