ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროზონაში ბიზნეს საქმიანობა გააქტიურდა, მაგრამ ზოგან შეზღუდვები მკაცრდება


ევროზონაში ეკონომიკური აქტივობა ამ თვეში მოულოდნელად გაიზარდა - ამის შესახებ ერთ-ერთი კვლევის წინასწარი მონაცემები მიუთითებს. მაგრამ, ევროპის უდიდეს ნაწილში კოვიდ-19-ის მესამე ტალღა დაიწყო. ზოგიერთ ქვეყანასა თუ რეგიონში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, ამიტომ ბიზნეს საქმიანობის აღდგენის ტემპი შესაძლოა კვლავ შენელდეს.

ქარხნებში წარმოების სისწრაფე ბოლო 23 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა. თუმცა, კვლავ შენელებულია ევრობლოკში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრია - მომსახურების სფერო. ეს უკანასკნელი პანდემიის გავრცელების საპრევენციო შეზღუდვების მიმართ უფრო მგრძნობიარეა და რეგიონში ვაქცინაციის არც ისე სწრაფი ტემპი, მის აღდგენას ხელს ვერ უწყობს.

გერმანიის საწარმოო აქტივობა რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა, მომსახურების სფერო კი 5 თვის განმავლობაში თანმიმდევრული შეკუმშვის შემდეგ, გაიზარდა. საფრანგეთი, რომელიც ევრო-ზონის მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ეკონომიკა იმაზე უკეთ ვითარდება, ვიდრე ელოდნენ და წარმოება იმაზე სწრაფად იმატებს, ვიდრე ბოლო სამი წლის განმავლობაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG