ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ითხოვდა ევროპელი ამომრჩეველი?


ევროპელი პოლიტიკური ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა ევროკავშირის არჩევნების შედეგების და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის შემცვლელი შესაძლო კანდიდატების შესახებ ემსჯელათ. მთლიანობაში, ცენტრისტულმა პარტიებმა გარკვეული პოზიციები დაკარგეს და უკიდურესად მემარჯვენე და პოპულისტურმა, ანტი-იმიგრაციულმა პარტიებმა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში, როგორიცაა ბრიტანეთი, იტალია და საფრანგეთი, წარმატება მოიპოვეს. მაგრამ “მწვანე” და ლიბერალურმა პარტიებმა ყველაზე მეტი ზრდა აჩვენეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ევროპელი ამომრჩევლის დღის წესრიგის მთავარი საკითხები, გარემოს დაცვა და ეკონომიკური უსაფრთხოებაა.

ევროკავშირის არჩევნებში უმაგალითო წარმატების შემდეგ, იტალიის პრემიერ მინისტრის მოადგილე მატეო სალვინიმ, მემარჯვენე ლიგის პარტიის ლიდერმა თქვა, რომ ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნების ნაციონალისტური პარტიების წარმატება, 28 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში ცვლილებაზე მიანიშნებს.

“არა მხოლოდ ლიგაა იტალიაში პირველი პარტია, მარინ ლე პენი საფრანგეთში პირველია, ბრიტანეთში პირველი ნაიჯელ ფარაჟია... ასე რომ, იტალია, საფრანგეთი, ინგლისი. ეს იმ ევროპის ნიშანია, რომელიც იცვლება,”-თქვა სალვინიმ.

თეთრი სახლის ყოფილმა სტრატეგოსმა სტივ ბენონმა, რომელიც ახლა ევროპაში მუშაობს, მსგავსი მოსაზრება გამოთქვა.

“ინტეგრაციის მოძრაობა, რაც ყოველთვის ევროკავშირის ბუნება იყო, ის უწყვეტი და შეუბრალებელი გამწევი ძალა მოკვდა. ბრიუსელში ვერ ნახავთ რომ იუნკერი, ან იმ შემადგენლობიდან ვინმე სხვა, მეტი ინტეგრაციისთვის იღწვოდეს. ისინი ხვდებიან, რომ ევროპელი ხალხი ამას გაემიჯნა.”

ასე არ ფიქრობს გაი ვერჰოფშტადთი, რომელიც ევროპარლამენტში, ევროპის ჯგუფისთვის ლიბერალების და დემოკრატების ალიანსს ხელმძღვანელობს.

გაი ვერჰოფშტადთი: “ყველაზე დიდი გამარჯვება ლიბერალებმა მოიპოვეს. შეიძლება ეს არჩევნების ღამით ვერ აღმოაჩინეთ, მაგრამ ყველაზე მეტი ადგილი მოვიპოვეთ, 40-ზე მეტი და ეს დიდ ჯგუფად გვაქცევს, დაახლოებით 110 წევრიან... და მომავალ დღეებში შესაძლოა უფრო დიდ ჯგუფადაც. პოპულარობა ევროპარლამენტში ძალის ახალ ბალანსზე იქნება დაფუძნებული.”

მოსალოდნელია, რომ “მწვანეების”, ლიბერალების და ევროსკეპტიკოსთა პარტიების წარმატებები პარლამენტს უფრო მეტად დაანაწევრებს, მაგრამ იმ დროს, როდესაც პრო-ევროპულმა პარტიებმა გარკვეული პოზიციები დაკარგეს, არჩევნების შემდეგ ევროკავშირის პარლამენტზე მტკიცე კონტროლი შეინარჩუნეს. პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ ამომრჩევლებმა მკაფიოდ გამოთქვეს, მათი პრიორიტეტებია კლიმატის ცვლილება და მთელი ბლოკის მასშტაბით ეკონომიკური სტაბილურობა. ჰოლანდიის პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ თქვა, რომ ეს საკითხები ევროკავშირის კანონმდებლების დღის წესრიგის თავში იქნება და ასევე გავლენას მოახდენს ევროკომისიის შემდეგი პრეზიდენტის არჩევაზე, რომელიც ჟან-კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს.

“თუ პრიორიტეტები იქნება კლიმატის ცვლილება, უფრო ძლიერი ეკონომიკა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიგრაციას და ჩვენი გარე საზღვრების დაცვას, თუ მაგალითად, შემდეგი ხუთი წლისთვის ეს ჩვენი პრიორიტეტები იქნება, მაშინ ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი იმაზე მსჯელობა იქნება, თუ ვინ არის საუკეთესო პირი, რომელიც ამ პროფილში ჯდება.”

ევროკავშირის სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც ამ წლის ბოლოსთვის შეიცვლებიან არიან: ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარიო დრაგი და საგარეო საქმეებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG