ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შემოღებაზე შეთანხმდნენ. ბრიუსელში დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროპის ელჩებმა ასევე მოიწონეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომელიც საქართველოს და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების წინაპირობად იქნა შემუშავებული.
მომდევნო ეტაპი სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დანიშნულ 28 ქვეყნის კავშირის მინისტერიალზე, ამ ორი გადაწყვეტილების დამტკიცება იქნება. პროცესის გეგმის მიხედვით წარმართვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას უკვე მარტის ბოლოდან შეძლებენ.