ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი არაა


ევროკავშირმა პარასკევს განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთთან გაერთიანების დატოვების (ბრექსიტის) შესახებ და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხში ჯერ პროგრესისთვის არ მიუღწევია.

„ამ კვირაში, მნიშვნელოვანი პროგრესი არაა... ასე სამუდამოდ ვერ გავაგრძელებთ“, - განაცხადა მიშელ ბარნიერმა, ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა. მისი თქმით, მხარეებმა შეთანხმებას 31 ოქტომბრამდე უნდა მიაღწიონ.

ბრიტანეთმაც მსგავსი განცხადება გააკეთა.

„პროგრესი მცირეა, თუმცა ჩვენი საუბარი პოზიტიურ ტონში მიმდინარეობს“, - თქვა დევიდ ფროსტმა, ბრიტანეთის მხარის წარმომადგენელმა მოლაპარაკებებში.

„თუ პროგრესი გვსურს, ნათელია, რომ ჩვენ სამუშაო უნდა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ“, - თქვა მან.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 იანვარს დატოვა. გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს სრულდება, ამ დრომდე დიდი ბრიტანეთმა ევროკავშირის წესების შესრულება უნდა გააგრძელოს. ორმა მხარემ ამ დრომდე თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG