ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ თურქეთთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც, სირიიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილი შესაძლოა თურქეთში დაბრუნდეს. საბოლოო შეთანხმება სავარაუდოდ მომავალ კვირას მოხდება.
თვეების მანძილზე ევროკავშირის 28 ქვეყანას შორის წარმოებული დაძაბული მოლაპარაკებები იმით დასრულდა, რომ ევროკავშირმა თურქეთის ზოგიერთი პირობის მიღება გადაწყვიტა. ამ პირობებს შორისაა, დევნილების პრობლემისთვის თავის გასართმევად თურქეთისთვის დამატებითი ფულის მიცემა, თურქეთის მოსახლეობისთვის ევროკავშირის ქვეყნებში სავიზო მოთხოვნების გამარტივება და თურქეთის ევროკავშირში მიღების მოლაპარაკებების დაჩქარება.
ამ პირობების სანაცვლოდ, ანკარა თურქეთის ტერიტორიიდან ევროპაში მიგრანტების შესვლის აღკვეთას ეცდება.
პოპულარული
1