ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ევროკავშირი წევრობის დაპირებას არ გასცემს - "როიტერი"


ბლოკის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან, 15 დეკემბერს დანიშნულ სამიტზე, ევროკავშირი დაადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ძალისხმევის მიმართ, დაუახლოვდნენ გაერთიანებას, მაგრამ არ გააჟღერებს დაპირებას, სამომავლო წევრობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ, სამიტის საბოლოო განაცხადის პროექტის მიხედვით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე, რომელსაც ლაიტმოტივად ბელარუსის კრიზისი გასდევს, მინსკს სავარაუდოდ ცარიელი სკამი და დროშა წარმოადგენს. სამიტში მონაწილეობს სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

ივლისში, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

„როიტერი“, განცხადების პროექტიდან ციტატას ავრცელებს, სადაც წერია, რომ „ევროკავშირი აცნობიერებს პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს.“

ეს არის იგივე პათოსი, რაც გამოყენებული იყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბოლო სამიტის განცხადებაში, 2017 წელს.

მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ იმიგრაციისადმი მზარდი „პოლიტიკური მტრობის“ ფონზე, ახლა ბლოკი გაფართოებისკენ არ ისწრაფვის. მიუხედავად 1990-იანი წლების წარმატებული პროგრამისა, რომელმაც ყოფილი კომუნისტური ქვეყნები, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები, ერვოკავშირის წევრებად გარდაქმნა.

ეკონომიკური ინტეგრაცია

ბალკანეთის ექვს ქვეყანას - სერბეთს, კოსოვოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ალბანეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს ფორმალური ევროპული "პერსპექტივა" - ევროკავშირის კოდი მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო ბლოკში საბოლოო წევრობისთვის, თუმცა პროცესი ძირითადად შეჩერებულია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროკავშირი სთავაზობს ფულს, ტექნიკურ დახმარებას და ფართო ბაზარზე წვდომას, რომელმაც დადო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები თბილისთან, კიშინიოვთან და კიევთან, ევროკავშირის დემოკრატიული, ადმინისტრაციული და ეკონომიკური ნორმების მიღების სანაცვლოდ.

სამიტზე, სავარაუდოდ ითქმება, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები „უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას.“

„როიტერთან“ საუბრისას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ამბობს, რომ მიუხედავად ევროკავშირის დაპირებების ნაკლებობისა, რუსეთს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯებიც კი აწუხებს. მოსკოვვი ბრალდებებს უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG